არგენტინაში საქართველოს საელჩოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, ჩანაწერი გააკეთეს.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბუენოს-აირესში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, ჩანაწერი გააკეთეს არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტთა სამინისტროს კულტთა და ცივილიზაციათა სახელმწიფო სამდივნოს და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე