27 ოქტომბერი 2026,   00:37
ვრცლად
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს საელჩოს ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ეწვია საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იანის ლოვერდოსი.

მინისტრის მოადგილე იანის ლოვერდოსმა, საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლევან ბერიძეს სამძიმარი გამოუცხადა და საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ასევე, სხვადასხვა ქვეყნების ელჩებმა და დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიუსამძიმრეს ქართველ ერს და საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები