27 ოქტომბერი 2026,   02:03
ვრცლად
ქვეყნის მასშტაბით, დიდ ეკრანებზე, ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვიდეოკოლაჟები გადის

საქართველოს პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, თბილისის მასშტაბით, დიდ ეკრანებზე, ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვიდეოკოლაჟები გადის. ვიდეოეკრანები დამონტაჟებულია დედაქალაქის ყველა ცენტრალურ ქუჩასა და გარეუბანში. ასევე, მეტროს გადასასვლელ ხაზებთან და დედაქალაქის გასასვლელში.

ვიდეოკოლაჟები გადის რეგიონებში განთავსებულ მონიტორებზეც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.

დღის ამბები