27 ოქტომბერი 2026,   03:38
ვრცლად
"საქართველოს საზღვაო დარგის სახელით, გვსურს სამძიმარი გამოვუცხადოთ სრულიად საქართველოს, რამდენადაც საქართველომ დაკარგა სულიერი მამა" - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

"საქართველოს საზღვაო დარგის სახელით, გვსურს სამძიმარი გამოვუცხადოთ სრულიად საქართველოს, რამდენადაც საქართველომ დაკარგა სულიერი მამა," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

"მეზღვაურისთვის რწმენა ის უმნიშვნელოვანესი მდგენელია, რომელიც მას საშუალებას აძლევს შორეულ ნაოსნობაში გაძლოს, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც საზღვაო საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალზედ ტრაგიკული დღეა და გვსურს, რომ კიდევ ერთხელ დიდი სამძიმარი გამოვუცხადოთ სრულიად საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო," - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.

დღის ამბები