საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება. სამების ტაძარში, უკვე მეოთხე დღეა, ხალხის ნაკადი 24 საათის განმავლობაში არ წყდება.
მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოს ყველა რეგიონიდან, საათობით ელოდებიან საკუთარ რიგს, რათა პატრიარქს პატივი მიაგონ. ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად, დედაქალაქში ასობით ადამიანი დღეს ბათუმიდანაც გამოემგზავრა.
მორწმუნეები ცენტრალურ სტადიონთან დილის 9:00 საათზე შეიკრიბნენ. ამბობენ, რომ ახლა მათი ვალია, ერის სულიერი მამის ხსოვნას პატივი მიაგონ. მოქალაქეების ტრანსპორტირებას ბათუმის მერია უზრუნველყოფს.