სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე წასვლის მსურველები უფასო ტრანსპორტირებით ისარგებლებენ შიდა ქართლიდანაც.
რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქში, ასევე დიდ სოფლებში, დილიდან მობილიზებული იყო და დედაქალაქისკენ გავიდა ტრანსპორტი, რომელიც მგზავრებს დაელოდება და საღამოს უკან დააბრუნებს.
ღონისძიება განმეორდება ხვალაც.