ასობით მოქალაქე გამოემგზავრა დედაქალაქისკენ ფოთიდან, რათა უკანასკნელ გზაზე გააცილოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე.
მთავრობის ორგანიზებით, მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დილიდან დაიწყო მუშაობა და უფასოდ ემსახურება ყველა მსურველს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ვალია, პატივი მიაგონ ადამიანს, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის სულიერ გაძლიერებაში.