27 ოქტომბერი 2026,   19:53
ვრცლად
კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მისაგებად, ადამიანები სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქიდან გამოემგზავრნენ

უკვე მეორე დღეა რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით კოლონები მოდის. კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის პატივის მისაგებად, ადამიანები სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქიდან დღესაც გამოემგზავრნენ.

წალენჯიხელი მრევლი და სასულიერო პირები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ, მათ თბილისის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი ემსახურება. გამგზავრებამდე შეკრებილებმა მწუხარება ეპოქალური პატრიარქის გარდაცვალების გამო კიდევ ერთხელ გამოხატეს.

ორი დღეა თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი უფასოდ მოძრაობს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან. დამატებით რეისები ზუგდიდიდან და ფოთიდან დანიშნა საქართველოს რკინიგზამაც.

დღის ამბები