26 ოქტომბერი 2026,   21:23
ვრცლად
"მხოლოდ პატრიარქს თუ შეეძლო სიკვდილით ერის ასე გაერთიანება" - სამებაში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება

საქართველო სულიერ მამას ემშვიდობება. უკვე მეოთხე დღეა, ქვეყანა პატრიარქს გლოვობს. სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ხალხის ნაკადი კი სამების საკათედრო ტაძართან, სადაც უწმინდესი და უნეტარესია დაბრძანებული, არ წყდება.

49-წლიანი "მზიანი ღამე" დასრულდა - დასრულდა ეპოქა, რომელმაც სრულიად ერი ქრისტიანობაზე მეორედ მოაქცია. აშენებული ახალი ტაძრები და აღდგენილი ძველი სიწმინდეები, სასულიერო გიმნაზიები, საგანმანათლებლო ცენტრები, აღდგენილი ავტოკეფალია, ხალხში ღმერთის რწმენის განმტკიცება - ეს მცირედია იმ ღვაწლთაგან, რომელიც პატრიარქმა გასწია. სიყვარული კი, რომელიც ილია მეორეს ერის მიმართ ჰქონდა, დღეს ყველაზე მძაფრად იგრძნობა.

"ძალიან დიდი ტკივილით მოვედით დღეს, მთელი ერი ერთად ვართ. მხოლოდ პატრიარქს თუ შეეძლო სიკვდილით ასე ერის გაერთიანება. ძალიან ვწუხვარ, ერის სულიერი მამა გარდაგვეცვალა," - განაცხადა ერთ-ერთმა მრევლმა.

 

 

დღის ამბები