26 ოქტომბერი 2026,   16:40
ვრცლად
პატრიარქისთვის პატივის მისაგებად, სამების ტაძარში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მივიდნენ

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად, სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მივიდნენ.

ტაძარში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება, მგლოვიარე მრევლის ნაკადი არ წყდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

დღის ამბები