27 ოქტომბერი 2026,   16:55
ვრცლად
სიონში, სადაც ხვალ პატრიარქს დაკრძალავენ, მრევლია შეკრებილი - ტაძარში მსახურება სრულდება

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, სადაც უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ხვალ დაკრძალავენ, მრევლია შეკრებილი. ტაძარში მსახურება სრულდება.

პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრიდან 22 მარტს, მას შემდეგ გადაასვენებენ, რაც წირვა და წესის აგების მსახურება დასრულდება.

საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრები სინოდთან ერთად შეთანხმდნენ პატრიარქის დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით - სიონის საკათედრო ტაძარში შერჩეულია ზუსტად ის ადგილი, რომელიც თავად პატრიარქს სურდა.

დღის ამბები