03 აგვისტო 2026,   19:36
ვრცლად
თბილისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - დაშავდა ერთი პირი

თბილისში, თუმანიანის ქუჩაზე, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა. მას მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებოდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

დღის ამბები