ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ბარათაშვილის ხიდზე გამოიფინა ბანერი, რომელზეც პატრიარქის ეს სიტყვები წერია. საქართველოს პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, თბილისის მასშტაბით, დიდ ეკრანებზე, ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვიდეოკოლაჟები გადის.
ვიდეოეკრანები დამონტაჟებულია დედაქალაქის ყველა ცენტრალურ და გარეუბანში. ასევე, მეტროს გადასასვლელ ხაზებთან და დედაქალაქის გასასვლელში.
ვიდეოკოლაჟები გადის რეგიონებში განთავსებულ მონიტორებზეც. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.