27 ოქტომბერი 2026,   00:26
ვრცლად
ხარებაც არის და რაღაც სიმშვიდეც არის, ნაზავია. მშვიდად, კარგად დაგვტოვა, თვითონაც განისვენა მშვიდად - მეუფე ანტონი

წირვა სამების საკათედრო ტაძარში დილის 09:00 საათზე დაიწყება. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარებს.

მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე, სამგლოვიარო მსვლელობისას.

მარშრუტის გასწვრივ მოეწყობა ცოცხალი დერეფანი, მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ გზაზე დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის თქმით, პატრიარქმა მშვიდად, კარგად დაგვტოვა და თვითონაც მშვიდად განისვენა.

"ხარებაც არის და რაღაც სიმშვიდეც არის - ნაზავია. მშვიდად, კარგად დაგვტოვა, თვითონაც განისვენა მშვიდად. ჩვენ ყველანი ვართ მარადისობის მოქალაქეები და მარადისობაში არც ერთს არ აგვცდება ვინც დავიბადეთ ამ ქვეყნიდან გასვლა", - განაცხადა მეუფე ანტონ ბულუხიამ.

დღის ამბები