თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრების დასახვედრად ემზადებიან.
დაახლოებით 2 საათში თბილისში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსი დელეგაციის წევრებთან ერთად ჩამოფრინდება. მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მივა და მონაწილეობას მიიღებს ილია მეორის წესის აგების მსახურებაში.