სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებიან. მართლმადიდებლური სამყაროს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეს, თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერები და მართლმადიდებელი ეკლესიების მაღალი იერარქები ჩამოვიდნენ. ვატიკანის დელეგაცია, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი და მისი თანმხლები პირები. ბულგარეთის პატრიარქი დანიელი.
დელეგაციები, იერუსალიმიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან. ასევე, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ალბანეთიდან, ალექსანდრიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.
საქართველოში რამდენიმე წუთში ელოდებიან მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოსს, რომელიც თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოდის. მსოფლიო პატრიარქი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან და სინოდის წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებაში.