29 ოქტომბერი 2026,   16:11
ვრცლად
"ვუსამძიმრებ სრულიად ქართველ ერს, ძალიან მძიმე დღეები გადაგვაქვს - კიდევ ერთი წმინდა ადამიანი მიემატა სიონის უძველეს, საპატრიარქო ტაძარს" - მამა გიორგი ვაშალომიძე

კიდევ ერთი წმინდა ადამიანი მიემატა სიონის უძველეს, საპატრიარქო ტაძარს, - აცხადებს სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი ვაშალომიძე და ქართველ ერს უსამძიმრებს. 

"ვუსამძიმრებ სრულიად ქართველ ერს. ძალიან მძიმე დღეები გადაგვაქვს. გუშინ, სიონის საპატრიარქო ტაძარში, მისი უწმინდესობის სურვილის შესაბამისად, ის ამ მწინდა ტაძარში დაიკრძალა და კიდევ ერთი წმინდა ადამიანი მიემატა სიონის უძველეს, საპატრიარქო ტაძარს", - აცხადებს მღვდელმსახური.

სიონის საკათედრო ტაძარში მრევლი დილიდან იკრიბება, რათა პატივი მიაგოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს.

მამა გიორგი ვაშალომიძის განმარტებით, ტაძარი 20:00 საათამდე იქნება ღია. მოქალაქეებს სწორედ ამ პერიოდში ექნებათ საშუალება, მოილოცონ კათალიკოს-პატრიარქის განსასვენებელი. სასულიერო პირის თქმით, საფლავის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, იქნება გარკვეული შეზღუდვებიც.

 

 

დღის ამბები