სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია ΙΙ დაკრძალეს, დილიდან ხალხმრავლობაა. მოქალაქეები პატრიარქის საფლავს პატივს მიაგებენ.
ეკლესიაში წირვა ჩატარდა. სასულიერო პირების განმარტებით, ტაძრის კარი დილის 08:30 საათიდან 20:00 საათამდე ღია იქნება და ყველა მსურველს შეეძლება, ილია ΙΙ-ს პატივი მიაგოს, თუმცა - გარკვეული შეზღუდვებით.
სასულიერო პირების განმარტებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეზღუდული იქნება ილია მეორის საფლავთან მიახლება და ხელით შეხება.
"პატრიარქი წარმოადგენდა საქართველოს, პატრიარქი წარმოადგენდა აწმყოს, მომავალს, წარსულს, ყველაფერს ერთად... იმიტომ, რომ მასში იყო ეს ყველაფერი გაერთიანებული. ახლა, როგორც სხვა წმინდანებს ვევედრებით, ისე ვევედრებით მას დახმარებას", - ამბობს ერთ-ერთი მრევლი.