პატრიარქსა და მის ხსოვნას მიეძღვნება დღეს ღამე, "რუსთავი 2-ის" სპეციალური ეთერი - რეზი ჭიჭინაძის სტუმრები იქნებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის იანო ალიბეგაშვილი, ლაშა ჟვანია, ლევან აბაშიძე, კახა მიქიაშვილი, მარიკო კვალიაშვილი, ნანა დევდარიანი, ნუკრი შოშიაშვილი, რეზო კლდიაშვილი, გიორგი შალუტაშვილი და მანანა ბერიკაშვილი.
გადაცემა "რუსთავი 2-ის" ეთერში, 21:00-საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე დაიწყება.