31 ივლისი 2026,   23:24
ვრცლად
სპორტის მინისტრი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, მარიუს ვიზერს, შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ძიუდოზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სპორტის სახეობაზე, ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შალვა გოგოლაძემ და მარიუს ვიზერმა ასევე განიხილეს თბილისის "გრანდ სლემი" და 16-19 აპრილს დაგეგმილი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხები.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დირექტორი გაბორ ფელეგი ესწრებოდნენ.

თბილისმა ძიუდოს "გრანდ სლემს" მეექვსედ უმასპინძლა. ტურნირზე 54 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

დღის ამბები