27 ოქტომბერი 2026,   01:57
ვრცლად
დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, ეს ოთხი დღე იყო სრული წესრიგი, ამ მადლიერებამ ქაოსიც დაამშვიდა. ჯერ გათვითცნობიერებულიც არ გვაქვს რას მოვესწარით - დრამატურგი რეზო კლდიაშვილი

დრამატურგი რეზო კლდიაშვილი "რუსთავი 2-ის" ეთერში პატრიარქის ღვაწლზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებას გათვითცნობიერებულიც არ აქვს მისი ეპოქალურობა და როლის.

"ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, ძალიან დიდი გაკვეთილი ჩაგვიტარა გარდაცვალების შემდეგ. ეს ოთხი დღე იყო სრული წესრიგი, მადლიერება და ამ მადლიერებას მოაქვს სიმშვიდე. ამ მადლიერებამ ის ქაოსიც დაამშვიდა, რაც იყო.

ჩვენ ჯერ გათვითცნობიერებულიც არ გვაქვს რას მოვესწარით და რას შევესწარით, მე სულ მეგონა, რომ პატრიარქი შეგვიძღვებოდა აფხაზეთში. მე იმედით ვარ, ის ზემოდან დაგვეხმარება და ჩვენ აუცილებლად გავერთიანდებით. ეს რაც ხდება ამ ოთხ დღეში თბილისში, დიდ იმედს მაძლევს და მოდის ძალიან კარგი თაობა. ჩვენ ძალიან ბედნიერი ხალხი ვართ, ამ დიდი პიროვნების თანამედროვეები ვართ", - აცხადებს რეზო კლდიაშვილი. 

დღის ამბები