27 ოქტომბერი 2026,   13:26
ვრცლად
"არ ვიყავი საქართველოში და ამ ყველაფერს ვუყურებდი თქვენი არხით. მინდა მადლობა გითხრათ, ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველაფერი ვნახე" - ქეთი დუმბაძე "რუსთავი 2"-ს

"რუსთავი 2-ის" ეთერში მოწვეულმა სტუმრებმა, რომლებმაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლზე, ასევე მისი სამგლოვიარო პროცესიის დროს საზოგადოების გამოხატულ ერთსულოვნებასა და სიყვარულზე ისაუბრეს, ტელეკომპანიას, მოვლენების პროფესიონალური გაშუქებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს. 

როგორც გადაცემაში სტუმრობისას მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთი დუმბაძემ აღნიშნა, პატრიარქის გარდაცვალებისა და დაკრძალვის დროს ის საქართველოში არ იმყოფებოდა და მოვლენებს სწორედ "რუსთავი 2"-ის ეთერით ადევნებდა თვალყურს.

"მე არ ვიყავი საქართველოში და ამ ყველაფერს ვუყურებდი თქვენი არხით. მინდა მადლობა გითხრათ, არ ვიცი რამდენი კამერით მუშაობდით, მაგრამ ყველა კადრი იყო, ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველაფერი ვნახე. ეს დღეები "რუსთავი 2-მა" გადაგვატანინა", - აღნიშნა ქეთი დუმბაძემ. 

 

დღის ამბები