27 ოქტომბერი 2026,   02:17
ვრცლად
დაკრძალვის ცერემონიალის რეჟისორი იყო თქვენი არხის ხელმძღვანელი და ეს იყო უმაღლეს დონეზე შესრულებული საქმე - კახა მიქიაშვილი

"რუსთავი 2-ის" ეთერში მოწვეულმა სტუმრებმა, რომლებმაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლზე, ასევე მისი სამგლოვიარო პროცესიის დროს საზოგადოების გამოხატულ ერთსულოვნებასა და სიყვარულზე ისაუბრეს, ტელეკომპანიას მოვლენების პროფესიონალური გაშუქებისთვის, გენერალურ დირექტორს ბაკურ ბაკურაძეს კი, ასევე სამგლოვიარო პროცესიის მაღალ დონეზე დაგეგმისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს. 

"დაკრძალვის ცერემონიალის რეჟისორი იყო თქვენი არხის ხელმძღვანელი და ეს იყო უმაღლეს დონეზე შესრულებული საქმე. მე მქონდა ბედნიერება პატრიარქის ღონისძიებების წამყვანი ვყოფილიყავი და ვიცოდი მისი გემოვნება, ბაკურს მივწერე, რომ ძალიან მოეწონებოდა ეს ყველაფერი. ეს რაღაც სისადავე და ღირსეული გაცილება, ეს დუმილი გამოსვენების დროს. შეგრძნება მქონდა, რომ გაჩერდა დრო და ბუნება", - აღნიშნა მსახიობმა კახა მიქიაშვილმა. 

დღის ამბები