"ჩვენ ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი შეეცადა, ჩვენი პატრიარქისთვის დაებრუნებინა ის სიყვარული, რომელიც მან თავისი ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში გვაჩუქა, გვაჩვენა და მაგალითად დაგვისახა. ამის მოწმენი გავხდით ყველანი, როდესაც 1.5 მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ფიზიკურად იყო სამების ტაძარში იმისთვის, რომ თავისი მწუხარება გამოეხატა," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
"ეს იყო მომენტი, როდესაც მთელი ერი იყო ერთიანი ამ მწუხარებაში და, გარკვეულწილად, ყველა ვცდილობდით, რომ ჩვენი უმცირესი გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ იმ სიყვარულის საპასუხოდ, რომელსაც ვგრძნობდით პატრიარქის მხრიდან, ჩვენი მხრიდანაც სიყვარული გვეჩვენებინა. ვნახეთ ერთობა ეკლესიური, ვნახეთ ერთობა რელიგიებს შორის, როდესაც როგორც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებისგან, ისე ზოგადად ყველასგან, ვინც საქართველოს, მის ეკლესიას, მის პატრიარქს იცნობდა, მწუხარების სიტყვები მოვისმინეთ, მიუხედავად კონფესიისა და რელიგიისა.
მართლაც ისტორიული პიროვნება იყო არამარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, ქრისტიანულიო სამყაროსთვის. ამ დღეებში, მათ შორის სხვადასხვა დელეგაციებისგან, რომელთანაც ცალკე გასაუბრების შესაძლებლობაც გვქონდა, ვისმენდით, თუ როგორ აფასებდნენ მის ღვაწლს, თუ როგორ სცემდნენ პატივს მის წვლილს ქრისტიანული სამყაროს განვითარებაში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.