29 ოქტომბერი 2026,   03:18
ვრცლად
სიონის ტაძარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ და პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ტაძარში მრევლი დილიდან იკრიბება. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისთვის პატივის მიგება მრევლს 8:00-დან 22:00 საათამდე, ყოველდღე შეეძლება. დროებით იმოქმედებს შეზღუდვებიც - სრულ მოწესრიგებამდე, პატრიარქის საფლავთან მიახლება აკრძალული იქნება.

ასევე, ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები, მგალობლების თანხლებით, პანაშვიდს გადაიხდიან. პანაშვიდები 10:00-დან 16:00 საათამდე და 18:00-დან 22:00 საათამდე ჩატარდება.

 

 

დღის ამბები