02 ნოემბერი 2026,   04:20
ვრცლად
როდესაც ბრიტანეთს, აშშ-ს, მის პოლიტიკურ და საფინანსო სისტემას ლანძღავ - კი, ის ნამდვილად ჩაგხსნის - ლაშა ფარულავა

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ეხმაურება ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ევროპის სახალხო პარტია" ევროპარლამენტს სამი ქართული არხის დასანქცირებას სთხოვს.

მისი თქმით, მედიასაშუალებების სანქცირების მოთხოვნაში უჩვეულო არაფერია.

"როდესაც შენ ბრიტანეთს აშშ-ს, მის პოლიტიკურ და საფინანსო სისტემას ლანძღავ - კი, ის ნამდვილად ჩაგხსნის. როდესაც ბრალდებას სანქციებთან დაკავშირებით არ ასაჩივრებ, ხელს უწყობ და აღიარებ, რა თქმა უნდა, რომ გავრცელდება, მარტივად, რადგან შენ ამას არ ასაჩივრებ," - აცხადებს ფარულავა.

"ევროპის სახალხო პარტიის" 3 წევრი - კშიშტოფბრეიზა, მიხალშერბა და ანდრეი ჰალიცკი, რომლებიც წლებია, ოპოზიციის ლობისტური კამპანიით არიან დაკავებულები, საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშში შესწორების შეტანასა და ტექსტის დამატებას ითხოვენ, სადაც ისმის კონკრეტული მოთხოვნა და ბრალდებები "რუსთავი 2-ის", "იმედის" და "პოსტივის" წინააღმდეგ.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქვეყნის გარედან მედიაზე შეტევა არ წყდება და ეს პროცესიც მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია.

დღის ამბები