29 ოქტომბერი 2026,   05:24
ვრცლად
მცხეთის ჯვრის მონასტრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება

მცხეთის ჯვრის მონასტრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ატარებს.

საქართველოში იმყოფება საერთაშორისო ექსპერტი საიმონ კრისტოფერ გაივარაკი აცხადებს, რომ კონსერვაციის პროგრამა გონივრულად არის შემუშავებული. 

"საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, მაქვს პატივი, ვითანამშრომლო ჯვრის მონასტრის დიდი ტაძრის ქვის კონსერვაციის პროექტზე. გონივრულად არის შემუშავებული კონსერვაციის პროგრამა და გაწეულია მასშტაბური კვლევითი სამუშაო. ახლა უკვე კვლევის ფაზა განხორციელების ეტაპზე გადავიდა. მე სწორედ ამ პროცესის - კონსერვაციის ჩატარების მეთოდოლოგიის ზედამხედველობისთვის მომიწვიეს. ვიზიტის ფარგლებში, ქართველი სპეციალისტებისთვის ასევე ჩავატარე ტრენინგიც," - აცხადებს გაივარკი. 

დღის ამბები