28 ოქტომბერი 2026,   03:30
ვრცლად
ევროპარლამენტი არის ზეწოლის, ძალმომრეობის ინსტრუმენტად ქცეული ევროკავშირის წიაღში - დავით მათიკაშვილი

თავდასხმა დამოუკიდებელ მედიაზე, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროპის სახალხო პარტია, ევროპარლამენტს სამი ქართული არხის დასანქცირებას სთხოვს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქვეყნის გარედან მედიაზე შეტევა არ წყდება და ეს პროცესი მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტს ზეწოლისა და ძალმომრეობის ინსტრუმენტად მოიხსენიებს.

"ევროპარლამენტი არის ზეწოლის, ძალმომრეობის ინსტრუმენტად ქცეული ევროკავშირის წიაღში - ადამიანები, რომლებსაც არაფერი მოეკითხებათ, რომლებიც წარმოადგენენ პარტიებს, რომელიც დღესაც ფიქრობს, რომ მიხეილს სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა იყო. როგორ შეიძლება, მათ სიტყვას რამე ფასი ჰქონდეს ქართველი ხალხისთვის?!. თქვენ კარგად გახსოვთ ცარიელი დარბაზები და სააკაშვილის ხალხის თავდასხმები საზოგადოებაზე, რატომ? - იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა არ ისურვა მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში დაბრუნება,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი.

"ევროპის სახალხო პარტიის" 3 წევრი - კშიშტოფ ბრეიზა, მიხალ შერბა და ანდრეი ჰალიცკი, რომლებიც წლებია, ოპოზიციის ლობისტური კამპანიით არიან დაკავებულები, საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშში შესწორების შეტანას და ტექსტის დამატებას ითხოვენ, სადაც ისმის კონკრეტული მოთხოვნა და ბრალდებები "რუსთავი 2-ის", "იმედის" და "პოსტივის" წინააღმდეგ. 

დღის ამბები