15 ოქტომბერი 2026,   06:11
ვრცლად
არც ჩვენთვის არ არის სასიხარულო, როდესაც ჩვენი, ქართული ტელევიზიები სანქცირდებიან, მაგრამ ამ ტელევიზიებს ჩვენ დამოუკიდებელ ტელევიზიებად არ აღვიქვამთ - გიორგი შარაშიძე

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე ეხმაურება ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ევროპის სახალხო პარტია" ევროპარლამენტს სამი ქართული არხის დასანქცირებას სთხოვს.

მისი თქმით, კონკრეტულ მედიასაშუალებებს დამოუკიდებელ ტელევიზიებად არ აღიქვამს.

"არც ჩვენთვის არ არის სასიხარულო და მისასალმებელი, როდესაც ჩვენი, ქართული ტელევიზიები სანქცირდებიან, მაგრამ ამ ტელევიზიებს ჩვენ დამოუკიდებელ ტელევიზიებად არ აღვიქვამთ,"- აცხადებს შარაშიძე.

"ევროპის სახალხო პარტიის" 3 წევრი - კშიშტოფბრეიზა, მიხალშერბა და ანდრეი ჰალიცკი, რომლებიც წლებია, ოპოზიციის ლობისტური კამპანიით არიან დაკავებულები, საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშში შესწორების შეტანასა და ტექსტის დამატებას ითხოვენ, სადაც ისმის კონკრეტული მოთხოვნა და ბრალდებები "რუსთავი 2-ის", "იმედის" და "პოსტივის" წინააღმდეგ.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქვეყნის გარედან მედიაზე შეტევა არ წყდება და ეს პროცესიც მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია.

დღის ამბები