29 ოქტომბერი 2026,   20:33
ვრცლად
გვარამია ხოშტარიაზე: წელიწადი და ექვსი თვე მიესაჯა ფლომასტერით ჩადენილი დანაშაულისთვის

ელენე ხოშტარიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ოფისში ოპოზიციის ბრიფინგი გაიმართა.

პარტიები საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

"ბრალი დაედო ელენეს და მიესაჯა წელიწადი და ექვსი თვე. არ გეჩვენებათ, ფლომასტერით ჩადენილი დანაშაულისთვის. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც სიგნალს, რომ დავნებდეთ და ყველაფერი ნორმალურად იქნება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები