03 აგვისტო 2026,   02:45
ვრცლად
ხულოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში ხანძრის შედეგად, შაინიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ოჯახი უსაფრთხო ადგილზე უკვე გაიყვანა და უზრუნველყოფს ქირის გადასახადს.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით.

 

ავტორი: ია გოლიაძე

დღის ამბები