27 ოქტომბერი 2026,   02:04
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს 25 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

მათი ცნობით, 25 მარტს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დუშეთის მუნიციპალიტეტის აბონენტებს შეეზღუდებათ.

"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 მარტს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭილურტი, ახალშენი, მჭადიჯვარი, ებნისი, პეტრიანი, ბუჩუნტლიანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები