27 ოქტომბერი 2026,   22:34
ვრცლად
მიტროპოლიტმა შიომ საპატრიარქო რეზიდენციაში ალბანეთის მთავარეპისკოპოსს უმასპინძლა

საპატრიარქო რეზიდენციაში მიტროპოლიტმა შიომ ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, უნეტარეს იოანესა და პროტოპრესვიტერ სპირიდონს უმასპინძლა.

მაღალი რანგის სასულიერო პირებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოთქვეს.

საუბრისას გაიხსენეს ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიც, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა. შეხვედრის ბოლოს მასპინძლებმა და სტუმრებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.

დღის ამბები