საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაშინგტონში მიმდინარე სამიტის ფარგლებში, სადაც საქართველოს პირველი ლედი მელანია ტრამპის მიწვევით იმყოფება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერეს.
როგორც ბაია კვარაცხელია აღნიშნავს, გამოფენაზე იყვნენ მსოფლიო გიგანტი კომპანიები, რომელსაც სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრნენ.
"სამუშაო სესიასთან ერთად წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიური ექსპოზიცია, რომელიც აერთიანებდა ადგილობრივ ძალიან წარმატებულ კომპანიებს, ისეთ კომპანიებს, როგორიცაა "სტარლინკი", "ადობი", "მაიკროსოფტი", "მეტა". ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ინოვაციები და სერვისები აქვთ მათ განვითარებული განათლების მიმართულებით. გვქონდა საშუალება მათ გავსაუბრებოდით და სამომავლო თანამშრომლობაზე გვესაუბრა", - განაცხადა ბაია კვიციანმა.