საფრანგეთის ქალაქ ლილში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ხელს მოაწერს ევროპის საბჭოს კონვენციას "აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ".
ქართულ საპროდიუსერო კომპანიებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა: მოიზიდონ უცხოური ინვესტიციები, ჩაერთონ საერთაშორისო მაღალბიუჯეტიან პროექტებში, თანამშრომლონ ევროპულ პლატფორმებთან და ტელეარხებთან.
ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ შემოქმედებით სივრცეში და ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას მსოფლიოში.