29 ოქტომბერი 2026,   05:01
ვრცლად
როდის მოხდება რუსული ენერგორესურსების იმპორტის შესახებ კანონპროექტის წარდგენა, თარიღს ვერ გეტყვით, ვრჩებით მისი აკრძალვის იდეის ერთგული - ევროკომისიის წარმომადგენელი

გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში მოდის - ევროკავშირმა რუსული ნავთობის აკრძალვის განხილვა უვადოდ გადადო.

ირკვევა, რომ წევრი სახელმწიფოები კვლავ გააგრძელებენ რუსული ნავთობის შესყიდვას და უკრაინის წინააღმდეგ საკუთარი ფულით რუსული ომის მანქანის დაფინანსებას. თუ წლების განმავლობაში ბრიუსელი ნავთობის შეძენის გამო სახელმწიფოებს აკრიტიკებდა და მათ ომის დაფინანსებაში ადანაშაულებდა, დღეს, ევროკომისიაში, მიღებული გადაწყვეტილების მიზეზს ან სავარაუდო ვადებს,  სადამდე გააგრძელებს ევრო გაერთიანება რუსული ნავთობის შეძენას, ვერ ხსნიან.

"მართალია ეს უნდა მომხდარიყო 15 აპრილს, თუმცა როდის მოხდება რუსული ენერგორესურსების იმპორტის შესახებ კანონპროექტის წარდგენა, ზუსტ თარიღს ამ ეტაპზე სამწუხაროდ ვერ გეტყვით. ერთადერთი, რაშიც შემიძლია დაგარწმუნოთ - ჩვენ კვლავ ვრჩებით ამ იდეის, რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის ერთგული," - აღნიშნა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანა-კაისა იტკონენმა.

დღის ამბები