29 ოქტომბერი 2026,   11:18
ვრცლად
ამ ადამიანებს არც მეუფე უყვართ, არც ქვეყანა და არაფერი ქართული არ უყვართ - გიორგი გაბუნია

ვიდრე საქართველო ილია მეორეს ემშვიდობება, ოპოზიციური ჯგუფებისა და აქტივისტების მხრიდან სოციალურ ქსელში სიძულვილის კამპანია არ წყდება. ამჯერად შეურაცხმყოფელი და აგრესიული განცხადებები ისმის მეუფე შიოს მიმართ. მას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ კამპანიის მიზანი ოპონენტების მხრიდან პროცესის დაზიანება და ეკლესიის ავტორიტეტის შელახვაა.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ვინც მეუფე შიოს აკრიტიკებს მას არც ეკლესია უყვარს და არც ქვეყანა. 

"ის, ვინც მეუფე შიოს აკრიტიკებს, ის, ვისაც მეუფე შიო მიაჩნია რუსეთის აგენტად, ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ეკლესია და არ უყვარდათ ჩვენი პატრიარქი. 

ამ ადამიანებს არც მეუფე უყვართ, არც ქვეყანა და არაფერი ქართული არ უყვართ. ეს მცდლეობა, რომ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები, რაც დაკავშირებულია ახალი პატრიარქის არჩევასთან, ამ პროცესში პოლიტიკური ნარატივების შეტანა არის სრულიად მიუღებელი. ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს სინოდი, ამიტომ, ვისაც სინოდი გადაწყვეტს, ის იქნება პატრიარქი", - აცხადებს გიორგი გაბუნია.

დღის ამბები