"ის მუდმივად არღვევდა კანონს, მისი ქმედება იყო არა პოლიტიკური, არამედ დანაშაულებრივი", - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ, ელენე ხოშტარიას განაჩენთან დავშვრებით განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნეს გადაყვანილი პოლიტიკურ ნაწილში, არის სპეკულაცია.
"მან ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული, სხვისი ქონების დაზიანება, რაზეც დაეკისრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი.
ის ასევე ბრალდებულია საბოტაჟის საქმეზე, ასევე არაერთხელაა ადმინისტრაციულ სახდელ დადებული. ის მუდმივად არღვევდა კანონს, მისი ქმედება იყო არა პოლიტიკური, არამედ დანაშაულებრივი. ამ ქალბატონს, სამწუხაროდ აქვს დანაშაულის რეციდივი.
ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნეს გადაყვანილი პოლიტიკურ ნაწილში, არის სპეკულაცია. ოთხი შვილის დედაა თუ ერთი შვილის რა მნიშვნელობა აქვს, ოთხი შვილის დედაა, თავად უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.