28 ოქტომბერი 2026,   01:48
ვრცლად
ისინი უპირისპირდებიან პატრიარქის ნებას, მის გადაწყვეტილებას, მათ შორის მოსაყდრესთან დაკავშირებით-გურამ მაჭარაშვილი

ვიდრე საქართველო ილია მეორეს ემშვიდობება, ოპოზიციური ჯგუფებისა და აქტივისტების მხრიდან სოციალურ ქსელში სიძულვილის კამპანია არ წყდება. ამჯერად შეურაცხმყოფელი და აგრესიული განცხადებები ისმის მეუფე შიოს მიმართ. მას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ. 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ კამპანიის მიზანი ოპონენტების მხრიდან პროცესის დაზიანება და ეკლესიის ავტორიტეტის შელახვაა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ისინი პატრიარქის ნებას ეწინააღმდეგებიან. 

"ისინი უპირისპირდებიან პატრიარქის ნებას, მის გადაწყვეტილებას, მათ შორის, მოსაყდრესთან დაკავშირებით. ეს ადამიანები გააგრძელებენ მეუფე შიოს წინაღმდეგ კამპანიას და ზუსტად ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ საპატრიარქო არის სიბნელე და მათ შორის პატრიარქიც იყო ბნელი, ისინი არიან მოძულეები ეკლესიის, გავიხსენოთ მათი განცხადებები", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები