27 ოქტომბერი 2026,   07:42
ვრცლად
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო, რომელშიც შედიოდნენ ტიმიშოარას მთავარეპისკოპოსი და ბანატის მიტროპოლიტი იოანე, წმინდა სინოდის მდივანი, პლოეშის ქორეპისკოპოსი ვარლაამი და მთავარდიაკონი ნიკოლაე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა პირები.

დელეგატებმა მიტროპოლიტ შიოს, წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადეს. შეხვედრისას საუბარი შეეხო ხალხის დიდ სიმრავლეს, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას დაესწრო.

შეხვედრის ბოლოს სიმბოლური საჩუქრები გაიცვალა.

დღის ამბები