"ოპოზიციაში მარტივად იპოვით ხალხს, რომელიც ფარისევლურად პატივს მიაგებს პატრიარქს, მაგრამ მეუფე შიოს უშვერი სიტყვებით ლანძღავს. ეგ როგორ გამოდის, ხომ ვერ ამიხსნით?" - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი წერს და ეხმაურება ოპოზიციური ჯგუფებისა და აქტივისტების მხრიდან სოციალურ ქსელში სიძულვილის კამპანიას, სადაც ამჯერად შეურაცხმყოფელი და აგრესიული განცხადებები მეუფე შიოს მიმართ ისმის.
მისი შეფასებით, გაუგებარია, "როგორ თავსდება ერთმანეთთან, კარგი თქვა უწმინდესზე და მის არჩევანს ტალახი ესროლო?"
"მარგინალურ ოპოზიციაში მარტივად იპოვით ხალხს, რომელიც ფარისევლურად პატივს მიაგებს პატრიარქს, მაგრამ მეუფე შიოს უშვერი სიტყვებით ლანძღავს. ეგ როგორ გამოდის, ხომ ვერ ამიხსნით? როგორ თავსდება ერთმანეთთან, კარგი თქვა უწმინდესზე და მის არჩევანს ტალახი ესროლო? ცხადია, როგორც ზეთი და წყალი არ შეერევა ერთმანეთს, ისე ვერ აიხსნება გიყვარდეს ილია მეორე და გძულდეს მისი არჩევანი. აქ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს ქართველთმოძულე პოლიტიკანების ფარისევლობა!" - წერს ქართველიშვილი.