საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ.
ცვლილება ასევე შეეხება მაგისტრატურის საფეხურს, რადგან საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა 3-წლიანი სწავლების მოდელზე გადავიდა, 2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებს დაასრულებს, როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უდიდესი ნაწილი, შესაბამისად 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების ოდენობაც გაიზრდება.
საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.
"რეპეტიტორის მთავარი მიზანი არის, რომ დამამთავრებელ კლასში, როგორც მე-11 ასევე არჩევითის შემთხვევაში,მე-12 კლასში ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა სამი, ან ოთხი საგანი აირჩიოს, რომლის ჩაბარებაც ეროვნულ გამოცდებზე მოუწევს და სიღრმისეულად, დეტალურად შეისწავლოს ამ საგნებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც პირდაპირ ბმაში იქნება ეროვნული გამოცდების პროგრამასთან.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩარიცხული პირველკურსელებისთვის და შემდგომი თაობის სტუდენტებისთვის, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, მმართველი გუნდისა და პრემიერ-მინისტრს ერთობლივი გადაწყვეტილებით სწავლა იქნება უფასო", - განაცხადა გივი მიქანაძემ.