27 ოქტომბერი 2026,   17:12
ვრცლად
მათ ეს პოლიტიკა ღიად გამჟღავნებულად, სიძულვილის ენის გამოყენებით ჰქონდათ გაჩაღებული პატრიარქის წინააღმდეგ - ირაკლი ქადაგიშვილი

ვიდრე საქართველო ილია მეორეს ემშვიდობება, ოპოზიციური ჯგუფებისა და აქტივისტების მხრიდან სოციალურ ქსელში სიძულვილის კამპანია არ წყდება. ამჯერად შეურაცხმყოფელი და აგრესიული განცხადებები ისმის მეუფე შიოს მიმართ.

მას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ. ასევე რამდენიმე პროპაგანდისტული მედია ცდილობს ხელოვნურად შექმნას თემა თითქოს სინოდში დაპირისპირება. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ ამ კამპანიის მიზანი ოპონენტების მხრიდან პროცესის დაზიანება და ეკლესიის ავტორიტეტის შელახვაა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მთავარი სამიზნე არის ეკლესია. 

"მთავარი სამიზნე იყო საქართველოს სამოციქულო ეკლესია. მათ ეს პოლიტიკა ღიად, გამჟღავნებულად სიძულვილის ენის გამოყენებით ჰქონდათ გაჩაღებული პატრიარქის წინააღმდეგ. მეუფე შიო იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც მსგავსი ფასეულობების მატარებელი იქნება მის წინააღმდეგ აღვირახსნილი კამპანია იქნება გამართული, აქ გასაკვირი არაფერი არ არის", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

დღის ამბები