სიონში დაკრძალვიდან მეხუთე დღე. ტაძარში ხალხის ნაკადი ამ დრომდე არ წყდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სიყვარულისა და მადლიერებას გამოსახატავად ეკლესიაში უამრავი ადამიანი მიდის. თუმცა უშუალოდ საფლავთან მიახლოება ამ ეტაპზე კვლავ შეზღუდულია.
სიონში საეკლესიო მსახურებასთან ერთად მუდმივად ისმის საგალობლების ხმაც. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სიონის ტაძარი მოქალაქეებისთვის ყოველდღე, 08:00-დან 22:00-საათამდე ღიაა.