რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში მაყურებელმა "მე ვხედავ მზეს" იხილა.
სპექტაკლი სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის -"აზდაკის ბაღის" დასის წევრებმა წარმოადგინეს. სცენაზე პროფესიონალ მსახიობებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოყვარული მსახიობებიც იდგნენ.
"აზდაკის ბაღი" უკვე 15 წელია, რაც მოქმედებს და მის დასში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 14 მსახიობია გაერთიანებული.