04 აგვისტო 2026,   19:20
ვრცლად
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე წარსდგა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე წარსდგა.

ნინო ნიჟარაძემ დეპუტატებს უწყების მიერ გასული ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრის თქმით, 2025 წელს ბიუჯეტი 99.6%-ით შესრულდა, ხოლო მიმდინარე წელს ფინანსური დოკუმენტი 8%-ით გაიზარდა და 87,5 მილიონ ლარს შეადგენს. სამინისტრო ჯამში 38 პროგრამას ახორციელებს, რომლითაც შარშან, 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

დღის ამბები