27 ოქტომბერი 2026,   03:05
ვრცლად
ასეთი დოკუმენტები აჩვენებს ნატოს კრიზისს, ჩამოუყალიბებლობას, გაფართოებაზე აღარც საუბრობენ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის ანგარიშზე საუბრისას გამაცხადა, რომ "დოკუმენტი ერთადერთი რასაც აჩვენებს, არის ის კრიზისი, რომელიც თავად ნატოშია".

ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა. 

"ეს დოკუმენტი ერთადერთი რასაც აჩვენებს, არის ის კრიზისი, რომელიც თავად ნატოში არის, დღესაც კი პრეზიდენტ ტრამპს ჰქონდა განცხადებები, რომ ნატო არის უუნარო, არაფერი არ სჭირდება ამერიკას მისგან, ამერიკის ხარჯზე იყო ამდენი ხანი, რაც სიმართლეა. ყველა აღიარებს, რომ ნატო სინამდვილეში იყო ამერიკა და სხვები პარაზიტებივით იყვნენ მიწებებული ამერიკის უსაფრთხოების ქოლგას. ასე რომ, ასეთი დოკუმენტები აჩვენებს ნატოს კრიზისს, ჩამოუყალიბებლობას, გაფართოებაზე აღარც საუბრობენ. ვხედავთ უკრაინას ეუბნებიან შენ იბრძვი ევროპისთვისო, მაგრამ არ მიგიღებთ ნატოში და ქოლგას არ გადაფარებთო. სადაც უკრაინას, რომელიც 4 წელია იცლება სისხლისგან, ეუბნებიან უარს, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. ნატოც, ევროსაბჭოც, გაეროც, ეუთოც ეს ყველაფერი არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი უსაფრთხოების და საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის ნაწილი. ეს სისტემა მოირღვა, აღარ არსებობს. ამიტომაც მოირღვა ნატოც, ევროსაბჭოც, ეუთოც, გაეროც. ყველაფერი მორღვეულია, ვინაიდან აღარ არის საერთო წესები და სტანდარტები, არის ძალის პოლიტიკა და არა სამართალზე დაფუძნებული პოლიტიკა.

"შევეშვათ სხვებისკენ ყურებას, ქართველი ხალხი ამას მიხვდა. ნებისმიერ პრო აზროვნებას უნდა დავანებოთ თავი, აღარ არსებობს პროდასავლელი და ანტიდასვლელი, პრორუსი და ანტირუსი, ნებისმიერი პრო აზროვნება გულისხმობს საკუთარის დაქვემდებარებას სხვისადმი. ერთადერთი როგორც უნდა აზროვნებდეს ნებისმიერი ქართველი, ეს არის ქართული და ანტიქართული“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღის ამბები