იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, დიმი-რიკოთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
რეაბილიტაციის შედეგად, დიმის, როკითისა და დიდველის სოფლებში, დაახლოებით 1000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდება.
სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და გეგმის მიხედვით, სექტემბრის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს შპს "საქართველოს მელიორაცია" ახორციელებს.