15 ოქტომბერი 2026,   07:02
ვრცლად
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოფელ მათხოჯში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში, ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს უკანონო ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკუთარ ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული.

ტერიტორიიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის მასალა. ფაქტები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.

დღის ამბები