"სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი" - კურორტ გოდერძიზე ოთხდღიანი ბანაკი მოეწყო.
ბანაკის მიზანი, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ლიდერული და გუნდური უნარების განვითარება და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაა.
პროექტი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით დაიგეგმა.